მე მინოტავრი მომიკვდა

რთული სტრუქტურა აქვს ადამიანს,

ლაბირინთია,

ადამიანი ლაბირინთია,

ზოგი ისეთი ლაბირინთი, ჩვენს ბავშვობაში რომ საბავშვო გაზეთებში იბეჭდებოდა: „მიიყვანე შვილი ბაჭია დედა კურდღელთან ან სტაფილოსთანო“, რომ გვთხოვდა, ზოგი უფრო რთული , მინოტავრიანი,

მე მინოტავრმკვდარი ლაბირინთი ვარ,

მე მინოტავრი მომიკვდა,

არა, მე მინოტავრი მომიკლეს !

13726563_1040398349343424_5173291073388037096_n

ადრე, არდადეგებიდან სახლში რომ ვბრუნდებოდით, საკუთარი სახლი ტკივილს მაყენებდა ხოლმე, რანაირად შეიძლება სახლმა ტკივილი მოგაყენოსო, მკითხავთ, მაგრამ შეიძლება, 1, 2, 3 თვე სახლს ჩემიანობას უკარგავდა, პირველი კიბე გადიდებული მეჩვენებოდა, მეორე – გაცრეცილი, მესამე იქ იყო ადრე თუ არა, საერთოდ აღარ მახსოვდა, ადრე, როცა ვინმე მეტყოდა, რომ ვუყვარდი, საკუთარ გრძნობებშეძულებული პენელოპე ვხდებოდი,

ჩემი მინოტავრი ლაბირინთის გავლის მსურველებმა მოკლეს, მე კი ყველაფერ ამას ვუყურებდი და ამ უმინოტავრო ლაბირინთში, ამ ხარკითნაკვები  მინოტავრის გარეშე დარჩენილ ლაბირინთში თავად დავიკარგე, ამებნა გზა და ახლა იმ ლოცვას ვამბობ, რომელიც არ ვიცი, რომელიც ჩემია, საკუთარია, მჯერა, რომ ჩემივე საკუთარ ღმერთს შეიძლება ჩემივე ლოცვებით ვესაუბრო,

განა მოსაწყენი არ არის იყო ღმერთი და ყველა ერთნაირად გელაპარაკებოდეს, ველაპარაკები ჩემს ღმერთს ჩემებურად.

„ ქმედება იწვევს უკუქმედებასო” თქვა იმ დალოცვილმა და ჩვენ კიდევ სკოლაში გვასწავლიდნენ,რომ მთელი ხილული და ჩვენთვის უხილავი სამყარო ფიზიკის კანონებზეა დაფუძნებული,ამიტომაც არ მჯერა ცალმხრივობის. მჯერა,რომ ნამდვილი გრძნობები არ გვფიტავენ და დაცარიელებულს არ გვტოვებენ, ნამდვილი სიყვარული ცალმხრივი არასდროს არის.

არ შეიძლება გიყვარდეს ვინმე და იმას არ უყვარდე,არ შეიძლება. ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება ეს უგემური ღმეჭა, მწარე წამალივით ბევრი წყლის მიყოლება, ამდენი ლაპარაკი,ლაპარაკი სხვებთან,მუდმივი დაძაბული ღელვა, ხელოვნური სიტუაციების შექმნა.

მე მჯერა ფიზიკის კანონების სისწორის, რამდენი ჭუკიც არ შემიყვარებს, იმდენჯერ დავუჯდები ჩემს თავს, წერილებს მივწერ, ველაპარაკები, ოღონდ დავარწმუნებ, რომ არ შეიძლება მიყვარდეს კაცი, რომელსაც საკმარისად არ ვუყვარვარ, რომ ჩემ გამო ძილი მოიკლოს, რომელსაც სასაცილოდ არ ჰყოფნის ჩემი ახირებები.

მე მინოტავრი მომიკვდა,

არა, მე მინოტავრი მომიკლეს!

კარგა ხანია, წერილებს და დეპეშებს უფრო ხშირად ვწერ, ვიდრე რამეს.

აღარ გამომდის, ან იქნებ არც არასდროს გამომდიოდა,

იშვიათად გამომდის რამე, ბოლო დროს .

უწერობაზე დიდი ტრაგედია კი არაფერია,

ვერ ვწერ, ვეღარ ვწერ, ან იქნებ არც არასდროს დამიწერია,

მაგრამ არ უნდა შევწყვიტო წერა,

ეს ერთადერთი გზაა ჩემი და ჩემი საუბრისთვის, სხვა ყველაფერი არაბუნებრივია,

მე არ უნდა შევწყვიტო წერა,

ეს ერთადერთი გზაა, გავიგო, რა მინდა,

არ უნდა შევწყვიტო დაღუპული წერილების საკუთარი თავისთვის გზავნა,

არ უნდა შევწყვიტო ტირილი ყველაფერზე, რაზეც მეტირება,

არ უნდა შევწყვიტო საკუთარი თავის მინოტავრობა,

რაც არ უნდა დაღლილი ვიყო,

რაც არ უნდა მიჭირდეს,

რაც არ უნდა სული კბილით მეჭიროს,

რადგან ვერავინ უმინოტავრებს ჩემს მინოტავრდაღუპულ ლაბირინთს,

არ უნდა შევწყვიტო ტირილი და ცუდ რაღაცებზე ფიქრი, თუ ეს ყველაფერი დამაწერინებს,

და კიდევ, არ უნდა შევწყვიტო საკუთარი თავისთვის პრობლემების გამოგონება,

არ უნდა შევწყვიტო თვითგვემა, საკუთარი თავისთვის ტკივილების შეხსენება, სარკეში ტირილი,

არ უნდა მოვიშორო მძიმე ფიქრები, როცა ვმგზავრობ, როცა ვმუშაობ, როცა სულაც არ არის მათი დრო, არა,

რადგან მე მხოლოდ ასე ვგრძნობ საკუთარი არსებობის სიცხადეს,

რადგან ეს ჩემთვის ჰაერივით საჭიროა, რომ ვიცოდე, სად ვარ და როგორ.

ჰოდა, დაე, ვიყო პენელოპე და ჩემი ოდისევსი გოდო იყოს, სულ ერთია,

რადგან არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე ულოდინობა, ულაბირინთობა.

პულსი – ნორმალური,

აგრეგატული მდგომარეობა – მყიფე,

ნერვების მდგომარეობა – სტაბილურად მძიმე,

განწყობა – არდადეგებიდან ახალდაბრუნებულის.

2 thoughts on “მე მინოტავრი მომიკვდა

  1. ❤ ❤ ძალიან მომეწონა. დამაფიქრებელია…. ჩემში იმდენი ემოცია გამოიწვია ამ პოსტმა, რომ სიტყვებით ვერც კი ავღწერ. ❤ დიდი მადლობა ამისთვის

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s