დასავლეთის ფრონტი უცვლელია

როცა წერა მინდება, შემოვდივარ და საკუთარ ამბებს ვკითხულობ, მილიონჯერ ხმამაღლა მოყოლილს და მილიარდჯერ გულში გამეორებულს. არსაიდან მოსული სევდის ბრალია, ალბათ, მაგრამ ამ ბლოგის გარდა, ქვეყნად არც ერთ სულიერს აღარ სჯერა, რომ კარგად ვწერ, ეგ კი არა, საერთოდ რომ ვწერ, მეც კი არ მჯერა.

ხანდახან დგება ასეთი დღეები, უწერობის დღეები, რაიმე სერიოზული კი არა, მეილების წერაც რომ გიჭირს და საკუთარ თავთან ჯაჯგურის მეტს არც არაფერს აკეთებ,

ღმერთო, რა უსაშველოდ მეზარება ეგ ჯაჯგური, ასეთი ამბავია, წარმოიდგინეთ, საძილე აბებს სვამთ, მაგრამ ეს აბები მხოლოდ იმას ახერხებენ, რომ მოქმედებას გინელებენ, ვერ გაძინებენ ეგ აბები და წინ გაქვთ გრძელი ღამეები, უფიქრობის, მაგრამ ღვიძილის ღამეები.

ძველებს უთქვამთ, როცა არ წერ, ილაპარაკე მაინცო,

მიყვარს ჩემი ამბების მოყოლა, ჰო, მიყვარს, რომ დავჯდები და საკუთარი სიტყვები ჩამესმის ყურში, რომ დავჯდები და ვრწმუნდები, ზუსტად ისე ვარ, როგორც უნდა ვიყო, მაგრამ ცვდებიან ჩემი ამბები საუბრით, ცვდებიან და კომიკურები ხდებიან, უსაშველოდ კომიკურები,

ისე კარგი მეთოდიკაა, დასცინო საკუთარ თავს, რომ სხვისი დაცინვა არახალი იყოს, მაგრამ წარმოუდგენლად დიდი სისულელეა, ერთ ღამეს თვალები ჩაიპიჟვინო ტირილით და მეორე დღეს იმაზე იცინო, რაც გატირებს,

გამოუხატავი გრძნობები პრობლემაა, ჩვენში იხოცებიან ეს გრძნობები, ჩვენში იხოცებიან და ყროლდებიან და ჩვენც გვაყროლებენ…

აყროლებული გრძნობებია ყველაზე საშიში, აყროლებული, არნათქვამი.

საბოლოოდ ვიცი, რომ ვეღარ ვწერ, ან რასაც ვწერ არ მემეტება სხვებისთვის, არ მემეტება სასაცილოდ, სატირლადაც კი არ მემეტება, ეგოისტურად მეჩემიანება ყველა სიტყვა და წერის სიამოვნებასაც ვერ ვთმობ.

რუშდი ამბობდა: ადამიანები კატებს გვანან, ვერაფერს შეასწავლიო, – კატების ამბავში ცდებოდა იქნებ, მაგრამ ჩემზე- არა!

 

2 thoughts on “დასავლეთის ფრონტი უცვლელია

  1. დიდი ხანია გკითხულობ, მაგრამ აქამდე არაფერი დამიწერია. კარგად წერ, ძალიან კარგად + არაჩვეულებრივი პლეილისტი გაქვს ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s