თეთრი ქალი ჩირაღდნით ანუ ყველაზე ცისფერი თვალი

16425990_1401030179968100_3219082773577512971_n

ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა,

ძაღლებისა და კატების, თეთრებისა და შავების, ასე ვიცით ჩვენ, ასეა საზოგადოდ.

დემოკრატიის სადარაჯოზე ჩვენი ქართლის დედასავით შემართულად დაუდგამთ თავისუფლების ქანდაკება, ქალი ჩირაღდნით, თეთრი ქალი ჩირაღდნით.

ქანდაკებები სიმართლეს ვერ ამბობენ, ვერც ადამიანები მოგიყვებიან ყველაფერს ობიექტურად, აი, წიგნებს კი ნამდვილი ამბები შეუძლიათ გიამბოთ.

თავისუფლების ქანდაკება თეთრი ქალია, ტონი მორისონი კი პირველი აფროამერიკელი მწერალი ქალი ნობელიანტი. მორისონი შავია.

როდესაც თეთრი მწერლები შავებზე ჰყვებიან სხვაა, როდესაც შავები -თეთრებზე სხვა და როცა შავი შავზე გიამბობს ეს უკვე ნამდვილი, შეულამაზებელი ამბავია, საუკუნოვანი ჩაგვრის ამბავი.

რომანს, რომელზეც შეპარვით ვიწყებ საუბარს, “ყველაზე ცისფერი თვალი” ჰქვია და ტონი მორისონს ეკუთვნის, ქალს, რომლის თანამორასეებში (ამ სიტყვის სისწორეზე თავს ვერ დავდებ) ცისფერი თვალები უცხო მოვლენაა.

“-მიშველეთ, რა ..

  • რით?

  • სკოლაში ვეღარ დავდივარ. იქნებ თქვენ დამეხმაროთ?

  • როგორ უნდა დაგეხმარო? მითხარი, ნუ გეშინია.

  • თვალები, ჩემი თვალები…

  • რა, შენი თვალები?

  • მინდა, ცისფერი იყოს…”

სილამაზის ნომრები წლებია წნეხის ქვეშ აყენებს ყველას, განსაკუთრებით ქალებს, შავკანიან ქალებს.

წიგნის მთავარი გმირი პატარა გოგონა, პეკოლაა, უშნო პეკოლა, “ზანგი” პეკოლა, ყველა ნაკვთდაწუნებული პეკოლა, მამის მიერ გაუპატიურებული პეკოლა, პატარა ბიჭმა სახლში რომ შეიტყუა და შემდეგ კატის მოკვლა დააბრალა, ის პეკოლა.

პეკოლაშია მთელი შავკანიანთა რასის ტკივილი და სიძულვილი თეთრების მიმართ.

მორისონის თქმის არ იყოს, ნამდვილად არავინ მეგულება ამქვეყნად, ვისთვისაც ნაცნობი არ არის ის განცდა, რომელიც გეუფლება, როცა წამიერად სამყაროს სიძულვილისა და ათვალწუნების მსხვერპლი ხდები, თუნდაც უსაშველოდ თეთრი იყო, საკმარისია, რაიმე განსხვავებული ჩაიდინო, თქვა ან გაიფიქრო, იმწამსვე ჩაგვრის ობიექტი ხდები. საკმარისია, არ მოერგო დადგენილი სტანდარტებს. საკმარისია, არ იყო საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი, შეამჩნევ, რომ დაგცინიან.”სტრესი ადამიანად ყოფნის განუყოფელი ნაწილია”.

არ იხარებენ გულყვითელები მანამ, სანამ განსხვავებულების მიმართ გამოჩენილი სიძულვილი ან გულგრილობა იარსებებს. რომანში პეკოლას ტრაგიკული ისტორიის მიღმა, რომელიც შავკანიანთა რასის ისტორიაცაა, სხვათა ამბებიცაა, ჩვეულებრივი ყოფითი ამბები, რომანში ძვირფასოს ამბავია,ფრიდასა და მისი დის ამბავი, ჰენრის ამბავი, მორინის ამბავი. ეს ისტორიების მთელი კრებულია, რომელსაც გულგრილი ვერ წაიკითხავთ, მაგრამ არავინ ვიცით, იქნებ, მსგავს ამბებს გვერდი ავუარეთ, რადგან ჩვენ წიგნის კითხვისას გაცილებით ჰუმანურები ვართ, ვიდრე ცხოვრებაში. ჩვენ გვიყვარს ჰაკლბერი ფინი, მაგრამ, როგორ ვექცევით მისნაირ რეალურ არსებებს?!

“ყველაზე ცისფერი თვალები” შავების ამბავების მთელი კონაა. წიგნის ბოლო რედაქცია 1993 წლისაა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ეგ კი არა, ამერიკის პრეზიდენტი შავკანიანიც იყო. მაგრამ არ ვიცით, რა ხდება ნამდვილი შავკანიანების ცხოვრებაში, გათავისუფლდნენ კი ისინი მონობის რეალური უღლისგან?!

არის კი ამერიკა ძაღლებისა და კატების ქვეყანა?!

და მაინც რატომ არის თავისუფლების ქანდაკება თეთრი?!

მორისონი ფემინისტია, სხვანაირად არც შეიძლება.

იყოს ქალი, შავკანიანი, ნიშნავს იცოდე ჩაგვის ყველა შესაძლო ფორმა და ორმაგად მარგინალიზდე.

ისტორიას, თუ როგორი მონდომებით შესთხოვს პატარა შავი გოგონა გალამაზებას, ცისფერ თვალებს, რეალურად კი იმას, რომ იყოს ხალხისთვის მისაღები მხოლოდ მორისონის “ყველაზე ცისფერ თვალში” ამოიკითხავთ.

სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ.

2 thoughts on “თეთრი ქალი ჩირაღდნით ანუ ყველაზე ცისფერი თვალი

  1. ახლა ვნახე ეს ბლოგი და უაზროდ მომეწონა. რამოდენიმე პოსტი წავიკითხე და უკვე ვთვლი რომ ერთ-ერთი ქართული კარგი, არა.. ძალიან კარგი ბლოგია❤

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s