რაფლეზია, ლამაზი სიმყრალე

retro-typewriter-machine-old-style-PJNHT4J.png“პალიტრაზე” რაც არ უნდა ვთქვათ, ერთი რამ ფაქტია, ის წლების განმავლობაში თავისი “ლიტერატურული პალიტრით” ასაზრდოებდა ქართულ ლიტერატურას და ასპარეზს უწყობდა ქართველ პოეტებსა და მწერლებს, ამ გამოცემამ ბევრი ავტორი აღმოაჩინა და გააცნო საზოგადოებას, მაგრამ ახლა უკვე სხვა დროა, ჟურნალს კი არა, რეკლამებსაც კი იშვიათად ვკითხულობთ თანამედროვე ახალგაზრდები, დრო შეიცვალა, ინტერნეტი გვაქვს, სოციალური ქსელები გვაქვს, “ქინდლები” გვაქვს. არა, არ გეგონოთ, რომ უნდა ვთქვა, თითქოს წიგნებს არ ვკითხულობთ, ვკითხულობთ, მეტიც, მე თუ მკითხავთ მე უფრო მეტად ვიცი წიგნის ფასი, ვიდრე მან, ვინც 60 კაპიკად ყიდულობდა მსოფლიო კლასიკოსებს, კლასიკოსებსაც ვკითხულობთ, “Young Adult-საც”, მომავალ კლასიკოსებსაც, მაგრამ ის კია, ქართველ თანამედროვე ავტორებს სკეპტიკურად ვუყურებთ, ქართველი კლასიკოსები კი უმეტესობას სკოლებში ამოგვიყვანეს ყელში. ამიტომ ჩვენში მრავლად არიან მსოფლიო ლიტერატურის უკეთესი მცოდნეები, ვიდრე ქართულის.

ეს ყველაფერი რატომ მოვყევი? ჯერ კიდევ “პალიტრაში” ვმუშაობდი, ერთ არაჩვეულებრივ პროექტზე რომ დაიწყო საუბარი, გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ კარგია დოესტოევსკი, კარგია ბრედბერი, ბეგბედერიც კარგია, ტოლკინიც, მსოფლიოს აღიარებული და არც ისე აღიარებული მწერლები კარგია, მაგრამ დროა ჩვენ გვერდით დავიწყოთ რაიმე ღირებულის ძებნა, ხშირად ძალიან ნიჭიერი ტიპები სამეგობროებში რჩებიან, მართლა კარგ შემოქმედებს ჩვენს დროში იშვიათად აქვთ გამომცემლობებში სირბილის და “წიგნს ხომ არ დამიბეჭდავდითის” ძახილის თავი და ნერვები, მით უმეტეს, რომ ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში არც ისე კარგადაა საქმე, მარტივი, მოთხოვნა-მიწოდების კანონია, არ არის მოთხოვნა ქართველ, მით უმეტეს ახალგამოჩეკილ ავტორებზე, თან ქვეყანაში, სადაც ყველა წერს, რთული ამოსარჩევია, ვინ მართლა წერს და ვინ თავს ირთობს, თუ იტყუებს.

ჰოდა, პროექტის, “გახდი ბესტსელერის ავტორის”, ფარგლებში 5 ავტორი და ნაწარმოები შეირჩა, მათგან ნაწილი ჟიურის რჩეულია, ნაწილი – ხალხის, ნაწილი ქედმაღალია, ნაწილი – თავმდაბალი, მაგრამ, რაც მთავარია, ამ პროექტმა აზრი მისცა წერას. წერე რამდენიც გინდა, თუ არავინ წაიკითხა, ბარემ დღიურებს დაწერდი.

ჟიურის რჩეულ ნაწარმოებზე, ” რაფლეზიაზე” მინდა გიამბოთ.

იცოდით?

ჩვენი ცხოვრება რაფლეზიას ყვავილს რომ ჰგავს?

“ინდონეზიაში ამ ყვავილს ,,გახრწნილ ყვავილს“ უწოდებენ, იმიტომ რომ სხვა ლამაზი ყვავილების მსგავსად მას არა აქვს კარგი სუნი. პირიქით, საშინლად ყარს. ისე, როგორც ცხოველის გახრწნილი ხორცი. დიდახანს ვერ გაჩერდები მის სიახლოვეს. ალეგორიულად თუ შევხედავთ, ადამიანიც ასეა, შორიდან, სხვისი თვალით, ძალიან ლამაზად ჩანს მისი ცხოვრება. გგონია, რომ ბედნიერია, წარმატებულია, ცხოვრებით დამტკბარია, რეალურად კი, საკმარისია მიუახლოვდე, გაიცნო და მერე დაინახავ, რომ ეს ბრწყინვალე ცხოვრება მოჩვენებითია.”

21120298939_6fc8f22df9_k.jpg

კითხვის დაწყებისას კარგი მეთოდი შევიმუშავე, არ მიკითხავს ავტორის სახელი და გვარი, შესაბამისად არც სქესი ვიცოდი, დავივიწყე, რომ ქართველი ავტორის იყო და შევუდექი ჩემს საქმეს.

ნაწარმოების მთავარი გმირი ფრანგი კაცი ანტუანია და მოქმედებები ანტუანის არეულად დალაგებულ თუ დალაგებულად არეულ ცხოვრებაში ხდება,

ანტუანი შუახნის კაცია, 20 წელია ქორწინებაში იმყოფება მაღიეჟენთან და წყვილის ცხოვრება უძრავი სხეულის კარდიოგრამასავით მშვიდი და სტაბილურია, შვილები უკვე დიდები არიან, საკუთარი გზები იპოვეს, მათთან კი  არაფერი იცვლება, ყოველდღიური რუტინა,

ანტუანმა ცოლის შეძულება დაიწყო, ცოლის აქამდე მილიონჯერ მოწონებული თვისებების სხვანაირად აღქმა, ცოლის სხეულიდან გაგდება, ანტუანს სასტიკად არ მოსწონს  აუტანელი ყოველდღიურობა და სძულს მაღიეჟენი, რადგან არ აქვს ძალა გაექცეს მას.

“აი, ამდენი წელია, ჩემს ცოლად ითვლება ეს ქალი და აქამდე ვერსდროს ვამჩნევდი, თუ ასე საშინლად აწკლაპუნებდა პირს ჭამისას. ბოლო ექვსი თვეა … ვახშამი და საუზმე ჯოჯოხეთად მექცა! რაღაცნაირი ხმაურით ჭამს, ყოველი მისი ყბის მოქნევა და ლუკმის გაღეჭვა ჩემი ნერვის წვერზე გადის.”

და ანტუანი ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მაღიეჟენმა შეძლო ის, რაც თავად ვერაფრით გააკეთა, მაღიეჟენმა შეძლო და იპოვა თავშესაფარი სხვაგან, სხვას გაუცინა ისე, როგორც 20 წლის წინ იცინოდა, ანტუანი კი მარტოა და ღალატის ფაქტი მის კაცურ ღირსებასაც კი არ ლახავს, ერთადერთი, რასაც გრძნობს შურია,

ანტუანმა უარი თქვა საყვარლებზე, უარი თქვა ორმაგ ცხოვრებაზე, მაგრამ არა რაიმე მორალის ან სიყვარულის გამო, ანტუანს მოსწონდა საკუთარ სიმშვიდეში ლპობა.

მაგრამ როგორც ყველა წიგნში და პრინციპში, როგორც ცხოვრებაშიც, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა, ანტუანი მაროკოში მიემგზავრება,

მიემგზავრება და ანალიზას იცნობს, ქალს ესპანური აქცენტით და მძიმე მაროკოული ისტორიით, ქალთა ჩაგვრის მძიმე ამბებით, ნივთად ქცეულ და შემდეგ გადარჩენილ, გაადამიანებულ ანალიზას და ანტუანმა ანალიზას ნახვიდან უკვე რამდენიმე საათში იცის, რომ ახლა სხვა ანტუანია, აღარ უნდა სიმშვიდეში ლპობა, პირიქით, ყველა სიგიჟის ჩადენა სურს, უნდა ქუჩაში ჭამოს აფრიკული კერძები, უნდა უპასუხისმგებლობების მთელი კრებული ჩაიდინოს, რადგან თავს ახალგაზრდად გრძნობს, სრულფასოვნად გრძნობს, რადგან ჰყავს ქალი, რომელიც სულაც არ ჯდება მის დახვეწილ გემოვნებაში, მაგრამ საოცრად აღაგზნებს მის გონებასა, მის სხეულს და ახსენებს, რომ ისევ ცოცხალია, ჯერ არ დამპალა.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ გავლენებისგან თავისუფალი ავტორი არ არსებობს, ჰოდა ეს მაროკოს მოგზაურობის მომენტები და ანალიზას გმირი ნაირა გელაშვილის მერციას მაგონებს, ალბათ, ამიტომ შემიყვარდა გამჩენისთანავე.

ყველაფერი ისე კარგადაა, მკითხველს ცუდი მოლოდინის შეგრძნება ავტომატურად უჩნდება, ანტუანი რამდენიმედღიანი მოგზაურობის შემდეგ ბრუნდება შინ, ცოლს ყველაფერს უამბობს და მშვიდად და წყნარად განქორწინებაზე უთანხმდება, შვილებიც წინააღმდეგობას არ უწევენ ამ ფაქტს, ანალიზა საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად ჯერ მაროკოში რჩება, შემდეგ ესპანეთში ბრუნდება და მალევე პარიზში მიემგზავრება.

 

და 13 ნოემბერს, ზის ანტუანი დე ლა ფონტენის ქუჩის კუთხეში კაფეში, მაფიოზური სახელწოდებით, “La casa nostra”, აცვია Gucci-ს თეთრი პერანგი და იმავე ბრენდის შავი ინსპექტორები და ანალიზას ელოდება.

“კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდას” თემა აქ კიდევ ერთხელ ხდება აქტუალური და ხდება ის, რაც გვაგრძნობინებს, რომ ცხოვრება მოულოდნელობითა და დიდი სისასტიკეებითაა სავსე.

“დასპოილერება” ცოდვაა, ამიტომ მეც თავს შევიკიავებ, გითხრათ, რა ხდება, მაგრამ თუ ეს წიგნი ხელში ჩაგივარდებათ, ნამდვილად გაოცებული დარჩებით დასასრულით და ქართული ლიტერატურით ერთდროულად.

 

paris-13-11-2015

ტექსტის ავტორი ახალგაზრდა ქალი მწერალია, თანაც ქართველი.

მისი წიგნი “გამომცემლობა პალიტრა  L-ის” პროექტის “გახდი ბესტსელერის ავტორის” ფარგლებში სულ მალე გამოვა და იმედია, ნამდვილ ბესტსელერად იქცევა და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ქართული ლიტერატურა წარსულით მოსაზრდოვე მკვდარი მოვლენა არ არის და ჩვენს თაობაში, ჩვენს ქუჩებშიც არიან კარგი და დასაფასებელი ავტორები.

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s