კაცი, სახელად უვე

2016_mancalledove.pngრატომღაც მგონია, რომ სიყვარული ადრე, ჩვენს დაბადებამდე, ჩვენამდე უფრო მასობრივი მოვლენა იყო, ჩვენს დაბადებაში ჩემს თაობას ვგულისხმობ. შეიძლება, ეს ასე სულაც არ არის, ან არის, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი თავშეკავებული ბებიისა და ბაბუისაგან ბევრად მეტი ემოცია და ქიმია მოდიოდა, ვიდრე დღევანდელი წყვილებისგან, შეიძლება ეს ერთად ყოფნის ვადებზეცაა დამოკიდებული, მაგრამ ჩემი ბლოგია, ასე მგონია და ასე დავწერ.

როგორც მკითხველს, ძალიან მიჭირს ხოლმე თანამედროვე ავტორების არჩევა, ვაღიარებ, მეინსტრიმული ლიტერატურა უფრო მეიმედება, ამიტომ პეტრე პავლიაშვილის რომანის წაკითხვას კლასიკის წაკითხვა მირჩევნია, მაგრამ ჩემს თავს ვაძალებ ხოლმე, ახალი რაღაცებიც იკითხე, ელენეთქო, აი ისეთი წიგნები მთავარ გმირს რომ “Iphone” აქვს და ჰიუნდაითი დადის. ჯერ კიდევ “პალიტრაში” ვმუშაობდი გამომცემლობამ სერიის “წლის ბესტსელერის” გამოშვება რომ დაიწყო, ამ სერიის წიგნები არ არის უბრალოდ “გაპაპსავებული” და რამდენიმე წლით ცნობილი წიგნები, ეს მართლა სერიოზული ლიტერატურაა, ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლები და წიგნები კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აღიარეს.

ცნობიერების ნაკადივით კი გამომდის და ისევ სიყვარულს დავუბრუნდები, წიგნი, რომელზეც ახლა ვწერ “კაცი, სახელად უვეა” , მისი მთავარი პერსონაჟი კი, თქვენც მიხვდებოდით, უვე. უვე ბუზღუნა და ცოტა აუტანელი მოხუცია, ძველი ჩვევებით, ტრადიციებითა და შეუვალი ფიქრებით, “უვე ორმოცდაცხრამეტი წლისაა და “სააბით” დადის”, უვეს მიაჩნია, რომ მანქანის ფირმა მფლობელზე ბევრს ჰყვება და არ შეიძლება “სააბს” “ბე ემ ვე-სთან” უღალატო. ძველი ყაიდის კაცია უვე,

უვეს ცოლი, სონია, მოკვდა,

ასე ადგა უბრალოდ და მოკვდა და მარტო დატოვა კაცი, რომელიც უყვარდა და კაცი, რომლის ცხოვრებაც შეცვალა.

უვეს არ უნდა სონიას გარეშე ცხოვრება, ხუმრობა ხომ არ არის, სულ მარტო რომ რჩები, ასე ადამიანები არ უნდა გვექცეოდნენ, არ უნდა დგებოდნენ და კვდებოდნენ და გვტოვებდნენ ჩვენ სადღაც გამოკიდებულს. უვეს სიკვდილი უნდა და ამისთვის მშვენიერი გეგმა აქვს, მიაჭედებს ლურსმანს, აიღებს თოკს და თავის სონიასთან წავა, ოღონდ აუცილებლად მოწესრიგებული, მაგრამ თოკი წყდება.

ყველაფერს არ მოვყვები , მაგრამ მეზობლები სიკვდილისკენ მიმავალ მრავალ გეგმას ჩაშლიან.

წიგნის ნაწილი უვეს მოგონებებს ეთმობა, უვეს და სონიას,

მეორე ნაწილი კი უვეს ცხოვრებაა, ცხოვრება მეზობლებთან და ადამიანებთან ერთად, რომელთაც თურმე ერთმანეთზე გულიც კი შეტკივათ.

სპოილერს ვერ ავცდები, თხრობა თუ არ შევწყვიტე,

ეს რომანი სატირალი, სასაცილო, მტკივნეული, სასიამოვნო და საინტერესოა,

საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მისი პერსონაჟები ბრტყელი გამოსახულებები არ არიან და სავსენი არიან ამბივალენტურობით.

ყველა წიგნზე ამას წერენ ხოლმე, წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხებაო, მეც გეტყვით, რომ იკითხება, მაგრამ მე  სიამოვნების 2 ამოსუნთქვამდე გაწელვას მაინც გირჩევდით.

პ.ს. დამავიწყდა მეთქვა, რომ “კაცი, სახელად უვე” ფილმიცაა, თან საკმარისად წარმატებული, ოსკარზე 2 ნომინაციაში წარდგენილი.

 

2 thoughts on “კაცი, სახელად უვე

  1. ძალიან საინტერესოა 😊💛 ზოგადად ავტორის მსგავსად მეც მიჭირს თანამედროვე ლიტერატურის არჩევა და წაკითხვა, თუმცა შევეცდები ეს ნაწარმოები მოვნახო და წავიკითხო 😊🙈

    Liked by 1 person

  2. ძალიან კარგი წიგნია.სხვადასხვა ემოციების ზღვაში ამოგაყოფინებს თავს..მიუხედავად უვეს შეუპოვარი ხასიათისა, რატომღაც ბევრჯერ მომინდა ამ კაცს ჩავხუტებოდი და მისი ენერგია მეგრძნო..:)

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s