იცეკვე!

tbilisi-protest-rave.jpg

იცეკვე,

იცეკვე ისე, როგორც არასდროს,

იცეკვე და ენერგია დახარჯე, ბრაზი გამოუშვი, დარდი გამოუშვი,

იცეკვე ყველა კუნთითა და სახსრით,

იცეკვე, მაშინაც, როცა ვიღაცები ნარკომან, მორფინისტ თაობას დაგიძახებენ, არ უპასუხო, იცეკვე,

იმიტომ რომ თავისუფალი ხარ, სანამ ცეკვა შეგიძლია, ვერავინ ჩაგკეტავს, ვერავინ გადაგიგრეხს ხელებს,

იცეკვე და არ იდარდო, რომ არ გაქვს დახვეწილი მოძრაობები, ქორეოგრაფიაზე სხვებმა ილაპარაკონ, მათ, ვინც ვერასდროს გაბედეს ცეკვა,

მუხლებზე ხელებდაწყობილებმა იცხოვრეს და ახლა შენი ცეკვის შურთ, შენი თავისუფლების სრცხვენიათ,

იცეკვე, ისე როგორც ჯერ არ გიცეკვია,

იცეკვე იქ, სადაც იარაღის ტრიალი არ უკვირთ, ცეკვა – კი, იქ, სადაც შპრიცები არ უკვირთ და მარიხუანა – კი,

იცეკვე და არ შეგეშინდეს წარსულის,

არ შეგეშინდეს, რომ “დედებს” სძულხარ, არ სძულხარ მათ, ვინც იცის თავისუფლების ფასი,

იცეკვე,

მონუმენტზე იცეკვე და იცოდე, ისევ ის ხალხი გაგაკრიტიკებს, დედაშენს და მამაშენს, რომ ლანძღავდა 9 აპრილს ჩათბუნებული სახლებიდან,

პარასკევს კლუბში წადი და იქ იცეკვე,

გიძახონ “ნარკამანი”, რას დაეძებ,

არ უთხრა, რომ იცი თვითონ ქუჩებში, როგორ ყრიდნენ გამოყენებულ შპრიცებს,

არ უპასუხო, არ ეჩხუბო,

იცეკვე,

იცეკვე ყველა კუნთით და ეგრე უპასუხე,

მათ არ შეუძლიათ ცეკვა,

მათ არაფერი შეუძლიათ.

One thought on “იცეკვე!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s